საქართველოში კორონავირუსის 208 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

04 აპრილი 2022, 10:53 727 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 685 პირი, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 184 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 587 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 597 PCR ტესტით.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,01%, ბოლო 14 დღის – 2,82%, ბოლო 7 დღის – 2,23%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 208 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 106 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 16, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 4, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 19, კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 649 430 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 628 643 გამოჯანმრთელდა, 16 758 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 861 953 აცრა, დღიურად აცრილია ცხრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი