"შუქურა" 5 ტურის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერია

02 აპრილი 2022, 09:59 1130 ნახვა

ქობულეთის "შუქურა" ეროვნულ ლიგა ორში მოგება სერიას აგრძელებს.

გოცირიძის გაწვრთნილი გუნდი მეხუთე ტურის შეხვედრაში "სპაერს" დაუპირისპირდა და 3-1 დაამარცხა.

მე-3 წუთზე ანგარიში ოდიშელიძემ გახსნა და "სპაერი" წინ გავიდა. 22-ე წუთზე ანგარიში ლევან ინგოროყვამ გაათანაბრა.

39-ე წუთზე მამასახლისმა გაიტანა და პირველი ტაიმის ქობულეთლებმა 2-1 მოიგეს.

65-ე წუთზე მამასახლისმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში 3-1 დააფიქსირა.

5 ტურის შემდეგ "შუქურა" 15 ქულა აქვს და გათამაშების ერთპიროვნულია. მომდევნო ტურში ქობულეთის "შუქურა" 11 აპრილს ზუგდიდის "დინამოს" ესტუმრება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი