„ქალთა გენდერული პერსპექტივების ინტეგრაცია თავდაცვის ძალებში“ - სასწავლო კურსი თავდაცვის სფეროში გენდერული პერსპექტივების ინტეგრირების სწავლებას ისახავდა მიზნად. 5 დღის განმავლობაში მონაწილეებმა ოპერაციებში გენდერული პერსპექტივების ინტეგრირების მექანიზმები შეისწავლეს და სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება გაიზიარეს. კურსს საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სერბეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.