მიკოლაევის ადმინისტრაციულ შენობაზე ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან 23 ცხედარი ამოიყვანეს, 1 ადამიანი რეანიმაციაში გარდაიცვალა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
რუსმა სამხედროებმა 29 მარტს მიკოლაევის ადმინისტრაციული შენობა დაბომბეს. თავდასხმის შედეგად შენობის დიდი ნაწილი ჩამოინგრა. ნანგრევებს შორის ათობით თანამშრომელი მოყვა.