საქართველოში კორონავირუსის 407 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი

01 აპრილი 2022, 11:11 999 ნახვა

პირველი  აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 407 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 303 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 788 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 485 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 303 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.2% ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.57%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 407 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა - 15, იმერეთი - 49, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 13, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 32, კახეთი - 28, მცხეთა-მთიანეთი -9, სამცხე-ჯავახეთი -7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 5 583 საიდანაც, 524 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 277, აჭარაში - 36, იმერეთში - 100.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 124 პირი, მათ შორის, თბილისში - 75, აჭარაში - 17, იმერეთში - 16.

5 059 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი