ომის დაწყებიდან 400 ათასზე მეტი უკრაინელი რუსეთში იძულებით გაიყვანეს - უკრაინის ომბუდსმენი

31 მარტი 2022, 14:04 592 ნახვა

უკრაინის ომბუდსმენის განცხადებით, ომის დაწყებიდან 400 ათასზე მეტი უკრაინელი რუსეთში ძალდატანებით გაიყვანეს. ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ტერიტორიიდან საკუთარ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ისინი თავისი ნებით არ წასულან, იძულებით გაიყვანეს ჯერ დონეცკის ოლქში ფილტრაციის ბანაკში, შემდეგ გადაჰყავთ რუსეთში ავტობუსებით, შემდეგ მატარებლით მიჰყავთ რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, კერძოდ, დეპრესიულ რეგიონებში, როგორიცაა სახალინი“, – განაცხადა დენისოვამ.

მან ასევე რუსეთი დაადანაშაულა უკრაინული სამხედრო ფორმების ქურდობაში და განაცხადა, რომ რუსი სამხედროები ფორმებს იყენებენ დანაშაულის ჩასადენად. ამასთან, ომბუდსმენმა ქალაქ მარიუპოლში რუსეთის ქმედებებს გენოციდური უწოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში