საქართველოში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი

31 მარტი 2022, 10:56 959 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 1 540 პირი, გარდაიცვალა 6 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 626 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 537 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 089 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.9%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.44% ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.75%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 58, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 21, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 34, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი -5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 6 482.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი