უკრაინის ელჩის გამოსვლა გაეროში

30 მარტი 2022, 14:59 796 ნახვა

უკრაინაში კრემლის ბლიცკრიგის გეგმა ჩავარდა - აცხადებს გაეროში უკრაინის ელჩი. სერგეი კისლიცამ  გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსი ოკუპანტები გეგმა ბე-ზე გადავიდნენ.

დიპლომატის განმარტებით, ეს გეგმა  ჰუმანიტარული კატასტროფის შექმნას ისახავს მიზნად.  

გაეროში უკრაინის ელჩმა ქალაქ მარიუპოლში შექმნილ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქში, სადაც რუსულმა ბომბებმა 5 ათასი ადამიანი იმსხვერპლა, 150 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე წყლის, საკვების, გათბობის გარეშე  რუსი ოკუპანტების  ბლოკადაში ისევ რჩება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი