თურქეთში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს აღარ გაიმართება. ცნობილი გახდა, რომ გუშინ სტამბოლში მოლაპარაკებების შემდეგ რუსულმა დელეგაციამ თურქეთი დატოვა.
შეხვედრის შემდეგ უკრაინული დელეგაციის წევრები სასტუმროში დაბრუნდნენ, ხოლო რუსული დელეგაცია ათათურქის აეროპორტში გაემგზავრა. მათ თურქეთში რუსეთის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებთან გამომშვიდობების შემდეგ ადგილობრივი დროით 17:00 საათზე იმავე თვითმფრინავით დატოვეს, რომლითაც ჩავიდნენ.
თავდაპირველად სტამბოლში მხარეებს შორის ორდღიანი მოლაპარაკებები იგეგმებოდა.