პენტაგონი - კიევის მახლობლად რუსული ძალების მოძრაობა, სავარაუდოდ, გადაადგილებაა და არა გაყვანა

30 მარტი 2022, 11:48 696 ნახვა

კიევის მახლობლად რუსული ძალების მოძრაობა, სავარაუდოდ, გადაადგილებაა და არა გაყვანა - ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა.

ჯონ კირბის  თქმით, რუსული ძალები სავარაუდოდ, ჩრდილოეთისკენ გადაადგილდებიან, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, კონკრეტულად სად არის მათი საბოლოო დანიშნულება.

"ჩვენი შეფასებით, ეს გადაადგილება გამოყენებული იქნება უკრაინის სხვა ტერიტორიაზე. არ ვიცით, ზუსტად სად",- აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი