ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი უკრაინაში ჩავიდა.
რაფაელ მარიანო გროსის განცხადებით, ამჟამად უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასწრაფო ტექნიკური დახმარების აღმოჩენაა საჭირო.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ვიზიტის მთავარი მიზანია უკრაინის ატომურ ობიექტებზე ავარიის რისკების პრევენცია.