უკრაინაში რუსული შეიარაღებული ძალების სრულმასშტაბიანი შეიარაღებული შეჭრის დაწყებიდან დღემდე 6 უკრაინელი ექიმია მოკლული, 13 საავადმყოფო განადგურებული. ამის შესახებ უკრაინის პირველი ლედი ფეისბუქში წერს.
ელენა ზელენსკა მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელის ანატოლი კაზანცევის დაღუპვის შესახებ წერს, რომელმაც ქალაქის დაბომბვის მიუხედავად, სამუშაო ადგილი და პაციენტები არ მიატოვა.
პირველი ლედი სხვა ექიმებსაც იხსენებს.