რუსმა დამპყრობლებმა დაბომბეს ნიკოლაევის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის შენობა. ამის შესახებ უკრაინული მედია მიკოლაივის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს.
„ნანგრევებს ვასუფთავებთ... ვერ დაგიმალავთ – სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში აღმოვჩნდით. დაანგრიეს, ჩემს კაბინეტში შევიდნენ. უმრავლესობა გამოვიდა, გადაარჩინა სასწაულმა, ახლა ნანგრევების ქვეშ ვეძებთ რვა მშვიდობიანი მოქალაქეს და 3 სამხედროს, რომელთა ამოყვანის იმედი გვაქვს"- აცხადებს ვიტალი კიმი.
საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად შენობის დიდი ნაწილი ჩამოინგრა. მათივე განმარტებით, მაშველებმა 9 დაშავებული შენობიდან გამოიყვანეს. სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.