მივიღეთ გადაწყვეტილება დავაფინანსოთ უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა  - თორნიკე რიჟვაძე

29 მარტი 2022, 11:31 1285 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აჭარაში იგეგმება უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ბიუჯეტის კორექტირების დროს ამ მიმართულებით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. 

''ახალი ბიუჯეტის დაგეგმარებისას გვაქვს ახალი ინიციატივები, რომელიც შეეხება სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებს. არაერთი მოქალაქე მოგვმართავდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში დავაფინანსოთ უშვილობის დიაგნოსტიკა და  მკურნალობა. ამ მიმართულებითაც ბიუჯეტის შემდეგი კორექტირების დროს, გათვალისწინებული იქნება ნახევარ მილიონ ლარზე მეტი და ეს მოხმარდება ამ ადამინების საჭიროებებს. მომართვიანობის მიხედვით, მომავალ წლებში გავზრდით დაფინანსებას'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში