ხორვატიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 22 წლამდელთა შორის საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბათუმელმა ლუკა მაჭუტაძემ,მეორე ბრძოლაში მიღებული მიღებული ტრავმის მიუხედავად, კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო. 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი, 2022 წლის საქართველოს ჩემპიონი დიდებში უკვე ეროვნული ნაკრების წევრია და 2023 წლიდან პარიზის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებში ჩაერთვება.