,,ნაციონალურ მოძრაობას არჩევნები წაგებული აქვს და ახლა მიზეზს ეძებს, რომ მისი კანდიდატურა შუალედურ არჩევნებში მოხსნას“ - ასე ეხმაურება ''ქართული ოცნება'' ენმ-ს ბრალდებებს.
სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ ენმ ცრუობს და მანიპულირებს ციფრებით, რომლებიც რეალობას აცდენილია.
არადა, ენმ ირწმუნება, რომ საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა ხელოვნურად გაზრდილია, რაც ოპოზიციისთვის, როგორც ამბობენ, ნაცნობი სცენარია.