საქართველოში კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი

28 მარტი 2022, 10:52 498 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 993 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 5 460 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 749, „პისიარ“ ტესტით – 1 711.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,19%, ბოლო 14 დღის – 4,39%, ბოლო 7 დღის – 3,43%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 646 545 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 621 396 გამოჯანმრთელდა, 16 720 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 853 264 აცრა, დღიურად აცრილია 201.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში