ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 12 ჟურნალისტი დაიღუპა

27 მარტი 2022, 12:55 819 ნახვა

უკრაინაში, რუსეთი შეჭრის შემდეგ, 12 ჟურნალისტი დაიღუპა, 10 კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა ავრცელებს.

მისი განცახდებით, „ისინი აშუქებდნენ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებებს და სწორედ ამას შეეწირნენ. მედიის კიდევ 10-მა წარმომადგენელმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო“, - წერს ვენედიქტოვა „ფეისბუქზე“.

ამასთან, გენერლური პროკურორი განმარტავს, რომ  დადასტურებულია რუსული ძალების მიერ ჟურნალისტების გატაცების 6 ფაქტიც.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი