თორნიკე რიჟვაძემ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა დაათვალიერა

26 მარტი 2022, 14:20 1390 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრებთან და ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ, რამამაზ ჯინჭარაძესთან ერთად, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა დაათვალიერა და იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

„ოცნების ქალაქის“ პირველი ეტაპის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და 582 ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი ბინები.

მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, პროექტის მეორე ეტაპის განხორციელებისთვის საჭირო პროცედურები დაიწყო, რომელიც გულისხმობს მრავალბინიან საცხოვრებელი კორპუსების, საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღისა და სათამაშო მოედნების მოწყობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი