ბელარუსი უკრაინაში ომს არ გეგმავს- ამის შესახებ კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება ალექსანდრე ლუკაშენკომ. ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბელარუსი უკრაინაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ უკრაინა ბელარუსის წინააღმდეგ თავად დაიწყებს საბრძოლო მოქმედებებს. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ მისი ქვეყნიდან „გაქცეული ოპოზიცია“ და მისი მხარდამჭერები ბელარუსების ემოციებით თამაშობენ, როცა აცხადებენ, რომ ბელარუსი უკრაინასთან ომში ჩართვას აპირებს. მისივე თქმით ოპოზიციის წარმომადგენლები უკრაინაში ბრძოლისთვის მოხალისეთა ჯგუფებს ქმნიან და უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობაში ოპოზიციონერები თავად დაადანაშაულა.