საზარელ სცენარს, რომელსაც უკრაინაში ვხედავთ, ერთი ავტორი ჰყავს, გულწრფელად რომ ვთქვათ, ის ომის დამნაშავეა - ბაიდენი

25 მარტი 2022, 20:54 1107 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთში ვიზიტისას  ვლადიმირ პუტინს კიდევ ერთხელ უწოდა "ომის დამნაშავე".

ბაიდენის განცხადებით, უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად აშშ 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს.

"მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ, ესაა ერთიანი ძალებით დემოკრატიის დაცვა, რადგან ჩვენ ვხედავთ საზარელ სცენარს უკრაინაში, რომელსაც ერთი ავტორი ჰყავს. ჩემი გულწრფელი აზრით, ესაა ერთი კაცი, - სამხედრო დამნაშავე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მისთვის სიურპრიზი იყო ჩვენი ერთიანობა, ისტორიაში უპრეცედენტო ჩვენი ერთობლივი ეკონომიკური სანქციები.

მე ადრეც მინახავს ლტოლვილთა ბანაკები და ნგრევის შედეგები. ვფიქრობ, იმაზე საშინელი არაფერია, ვიდრე უყურებდე ბავშვის ტანჯვას. მე აქ ჩამოვედი, რომ ჩემი თვალით მენახა ეს ჰუმანიტარული კრიზისი.

10 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირია. 3.8 მილიონი უკრაინელი თავს სხვადასხვა ქვეყანას აფარებს, საიდანაც ნახევარი ბავშვია. ჩვენ ვხედავთ რამხელა წინააღმდეგობას უწევენ უკრაინელები და როგორ დიდ გამბედაობას იჩენენ ისინი მტერთან ბრძოლაში.

ჩვენ მილიარდ დოლარს გამოვყოფთ იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც იძულებით გადაადგილებული პირები არიან", - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ს პრეზიდენტი პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, ქალაქ  ჟეშოვში ჩავიდა, სადაც ჯარისკაცების შემდეგ, პოლონეთის პრეზიდენტს სამხედრო კარავში შეხვდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი