აჭარის მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოების წარმომადგენლებს, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შორის საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
ისაუბრეს გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ, მუნიციპალიტეტში მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე.
დისკუსიის ფორმატში დაიგეგმა სამომავლო აქტივობები ისეთი საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების ჩართულობის გაზრდა და გენდერულ სტერეოტიპების დამსხვრევა.შეხვედრა კამპანიის „გადადგი ნაბიჯი თანასწორობისკენ“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც UNDP-სა და შვედეთის მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობას ემსახურება.