აქცია ბათუმის მერიასთან

07 თებერვალი 2025, 14:45 116 ნახვა

აქცია იყო ბათუმის მერიის შენობასთან. უკვე მეორე დღეა, რაც  ბაქოს 29 ნომერში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობაში თვითნებურად შესახლებული ოჯახები მერთან ან კომპეტენტურ პირთან   შეხვედრას ითხოვენ. 

პროტესტის მიზეზი, მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ  საკუთარი ძალებით აშენებული საერთო სველი წერტილის დაშლა გახდა. საუბარია ხის დამხმარე ნაგებობაზე.

აქციის მონაწილეების თქმით, სველი წერტილის დემონტაჟი მათ მძიმე სოციალურ პირობებს კიდევ უფრო აუარესებს. მოქალაქეები ითხოვენ, რომ ინსპექციამ მათ სამშენებლო მასალები დაუბრუნოს და სველი წერტილის მოწყობის საშუალება მიეცეთ.

ცნობისთვის, აღნიშნულ მისამართზე არსებული შენობა 21-მა ოჯახმა თვითნებურად ოთხი თვის წინ დაიკავა.

საკითხთან დაკავშირებით მერიაში განმარტება არც მედიასთან გაუკეთებიათ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში