მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია მარიუპოლის საქალაქო საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.
"თვითმხილველებისგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარიუპოლის დრამატულ თეატრში, რუსული თვითმფრინავისგან დარტყმის შედეგად, 300-მდე ადამიანი დაიღუპა“, - ნათქვამია მარიუპოლის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მარიუპოლის თეატრი 16 მარტს დაბომბეს. თეატრს თავს ასობით ადამიანი აფარებდა, რომელთა უმეტესობა ბავშვები და ქალები იყო.
თეატრის მახლობლად იყო წარწერა "ბავშვები", რომელიც სპეციალურად ადგილობრივმა მოსახლეობამ გააკეთა, რათა თავშესაფარში მყოფი ადამიანები დაეცვა.