საქართველოში კორონავირუსის 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 247 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა ათი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 918 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 675, „პისიარ“ ტესტით – 2 243.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,82%, ბოლო 14 დღის – 5,14%, ბოლო შვიდი დღის – 3,86%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 590 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 255 შემთხვევა, აჭარა - 28, იმერეთი - 81, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 34, გურია - 60, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 46, კახეთი - 39, მცხეთა-მთიანეთი -10, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 645 301 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 611 688 გამოჯანმრთელდა, 16 698 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 850 298 აცრა, დღიურად აცრილია 1 687.