რუბეჟნოესა და სევეროდონეცკში საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

25 მარტი 2022, 10:53 1469 ნახვა

რუსმა სამხედროებმა ლუგანსკის რაიონში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაიზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუბეჟნოესა და სევეროდონეცკში დაბომბვის შედეგად დაიღუპა 5, დაშავდა სულ მცირე 8 ადამიანი.

მისივე განმარტებით, შესაძლოა მსხვერპლი მეტი იყოს, რადგან დაბომბვის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა და იქ ამ დრომდე მაშველები მუშაობენ.

"გასული ღამის განმავლობაში დაბომბვის შედეგად დაინგრა 32 ობიექტი - 7 საცხოვრებელი კორპუსი და 9 კერძო სახლი, სკოლა და კინოთატრის შენობა სევეროდონეცკში, დამხმარე შენობები, ავტოფარეხები და ინფრასტრუქტურა"-განაცხადა სერგეი გაიდაიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი