აშშ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით მილიარდ დოლარს გამოუყოფს

24 მარტი 2022, 22:35 1039 ნახვა

აშშ უკრაინისთვის მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს– აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჯო ბაიდენის განცხადებით, თანხა მოხმარდება მილიონობით უკრაინელს, რომლებიც ამ ომით დაზარალდნენ.

„დღეს შესრულდა ერთი თვე უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრიდან. ნატო-ს სამიტზე ჩვენ გვქონდა ერთიანი პოზიცია სამ ძირითად მმიშვნელოვან საკითხზე ჩვენს ევროპელ მოკავირეებთან. პირველი იყო უკრაინის მხარდაჭერა სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებით. მეორე იყო უმნიშვნელოვანესი სანქციების დაწესება, ეკონომიკური სანქციების, რომელიც ოდესმე დაწესებულა რათა ზიანი მიგვეყენებინა პუტინის ეკონომიკისთვის და დაგვესაჯა პუტინი მისი ქმედებებისთვის.

მესამე იყო ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება, რომლებიც ძალიან შეშფოთებულნი არიან იმის გამო, რაც მოხდა. აშშ-მა აღმოუჩინა უკრაინას დახმარების სახით ორი მილიარდი დოლარი რაც პრეზიდენტად ამირჩიეს, ასევე ანტისაჰაერო თავდაცვის და ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები და საბრძოლო მასალა. ჩვენი იარაღი ახლაც მიეწოდება უკრაინას, ვიდრე აქ ვსაუბრობ.

დღეს ვაცხადებ, რომ აშშ უკრაინას კიდევ დამატებით მილიარდ დოლარს გაუგზავნის ჰუმანიტარული დახმარების სახით, რომელიც მოხმარდება მილიონობით უკრაინელს, რომლებიც დაზარალდნენ ამ ომით. ჩვენ განვახორციელებთ 320 მილიონი დოლარის ინვესტირებას დემოკრატიის მედეგობის და ადამიანის უფლებების დაცვის გასაძლიერებლად უკრაინაში და მეზობელ დემოკრატიულ სახელმწიფოებში“,- განაცხადა ბაიდენმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში