რუსეთი ქვეყნიდან ამერიკელ დიპლომატებს აძევებს

24 მარტი 2022, 11:06 458 ნახვა

რუსეთი ქვეყნიდან ამერიკელ დიპლომატებს აძევებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსკოვში, უწყებაში დაბარებულ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს დიპლომატებისგან შემდგარი სია გადაეცა, რომლებიც პერსონა ნონგრატად გამოცხადდნენ. რუსული მხარე ამ ნაბიჯს საპასუხო ნაბიჯს უწოდებს.

ორი კვირით ადრე, ამერიკამ 12 რუს დიპლომატს, რომლებიც მისიით გაერო-ში იყვნენ წარმოდგენილი, ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში