უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოში ფქვილისა და ხორბლის დეფიციტს? „პურის მცხობელთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ ამის საშიშროება არ არსებობს და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.
ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში ხორბლით მომარაგებულია წისქვილ-კომბინატები და ერთი თვის მარაგი მობილიზებულია.
რაც შეეხება ფასების ზრდას, მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გამო 1 ტონა ხორბლის ფასმა 40 დოლარით მოიმატა, ამიტომ სპეციალისტები სუბსიდირების საჭიროებაზე ალაპარაკდნენ, რადგან პურპროდუქტები არ გაძვირდეს.
ჯერ-ჯერობით კი ხორბლის ფასის გაძვირების მიუხედავად, ასოციაციაში პურის გაძვირებას არ ელოდებიან. ისაუბრეს ფქვილის შემოტანის ალტერნატიულ ბაზარზეც.