დავინახავთ, ვინ არის ჩვენი მეგობარი და ვინ გვიღალატა ფულის გამო - ზელენსკი

24 მარტი 2022, 10:04 1150 ნახვა

24 მარტს, ბრიუსელში სამი მნიშვნელოვანი სამიტი ჩატარდება, მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის. მათგან სერიოზულ ნაბიჯებს ველით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები გამოავლენს, ვინ არის მეგობარი, ვინ არის პარტნიორი და ვინ უღალატა უკრაინას ფულისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა დასავლეთს მიმართა და მოუწოდა აჩვენონ საკუთარი პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

„ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსეთი, მსოფლიომ უნდა შეაჩეროს ომი. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად მოქმედებს, თავისუფლების მხარდასაჭერად, თუმცა, ომი გრძელდება. მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ ტერორი გრძელდება. უკვე ერთი თვეა, ამდენი ხანია. ეს გულს მტკენს მეც და გულს სტკენს ყველა უკრაინელს და ყველა თავისუფალ ადამიანს მსოფლიოში. ამავდროულად, გთხოვთ, წინ აღუდგეთ ამ ომს.

ჩვენ არ მიგვიღია თვითმფრინავი და თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი. ჩვენ არ მიგვიღია ტანკები, გემსაწინააღმდეგო აღჭურვილობა. რუსეთის ძალებს შეუძლიათ გააგრძელონ ათასობით ჩვენი მოქალაქის მკვლელობა, ჩვენი ქალაქების განადგურება. მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი დამპყრობელია. მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი ათწლეულების მანძილზე ემზადებოდა ასეთი ომისთვის“ - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აქვე მიმართა მშვიდობიან მოქალაქეებს, რომ უკრაინული სიმბოლიკით გავიდნენ ქუჩაში და გააპროტესტონ ომი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი