რუსეთის მთავრობის სხდომა

23 მარტი 2022, 18:19 1406 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის  ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს ევროსა და დოლარის ნაცვლად რუბლში შეიძენენ. ამის შესახებ პუტინმა რუსეთის მთავრობის წევრებთან საუბრისას განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს გაზის მიწოდებას კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობების და ფასების შესაბამისად.  „გადავწყვიტე განვახორციელო ღონისძიებების მთელი რიგი გადასახადის გადარიცხვასთან დაკავშირებით და ეს პირველ რიგში ეხება ბუნებრივ აირს მიწოდებას ე.წ. არამეგობრული ქვეყნებისთვის. რუსეთი უარს ამბობს ბუნებრივი აირის მიწოდების გადახდაზე იმ ვალუტაში, რომლებმაც საკუთარ თავის კომპრომეტირება მოახდინეს“, - განაცხადა პუტინმა.  „მე ვთხოვ მთავრობას, გასცეს შესაბამისი დირექტივა „გაზპრომისთვის“ არსებული კონტრაქტების შესწორების თაობაზე. ამავდროულად, ყველა უცხოელ მომხმარებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა შეასრულოს საჭირო ოპერაციები“, - დასძინა პუტინმა. პუტინის თქმით, კოლექტიურმა დასავლეთმა რუსეთის რეზერვების გაყინვით, რუსეთის ფედერაციასთან დეფოლტი გამოაცხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი