ლუგანსკის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუბიჟნიში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად მაშველებმა 3 გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს.
ასევე მტრის მიერ ნასროლი ჭურვი მოხვდა სკოლას, ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე კერძო სახლს. დაზიანებულია გაზსადენიც.
ლისიჩანკში საჰაერო თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.