საქართველოში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა და 4 ლარს გადასცდა. უმაღლესი ხარისხის ბენზინის ღირებულება 4 ლარი და 12 თეთრია. პრემიუმი – 3 ლარი და 96 თეთრამდე აღწევს. რეგულარი კი 3 ლარი და 80 თეთრია.
ბოლო ორ კვირაში საწვავზე ფასი რამდენჯერმე გაიზარდა, რასაც მძღოლები აპროტესტებენ.
მიკროავტობუსების მძღოლები ამბობენ, რომ იძულებული იქნებიან ტრანსპორტი გააჩერონ.
არსებული ინფორმაციით, საქართველოში საწვავის ფასების ზრდის მიზეზია ერთი მხრივ, ომის ფონზე მსოფლიოს მასშტაბით ნავთობის ფასის ზრდა და, მეორე მხრივ, შავ ზღვაში ომის გამო საზღვაო გადაზიდვების გაძვირება.