დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში ონლაინ-გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სასამართლოები შესაძლოა სამხედრო ტრიბუნალს შეუერთდეს რუსეთის დევნის საკითხში.
ერმაკის თქმით, საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებმა ერთობლივად უნდა დააკისრონ პასუხისმგებლობა კრემლს უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ სისხლიან ომზე.
,,ასეთი სისტემის შექმნა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენ, რადგან უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბური შეიაღარებული შეჭრის შემდეგ მსოფლიო აღარ არის ისეთი, როგორც მანამდე“ ამბობს ერმაკი.
მისივე თქმით, გაეროს საერთაშორისო სასამართლომ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ და სპეციალურმა ტრიბუნალებმა სწრაფი რეაგირება უნდა მოახდინონ და ეფექტური უნდა იყოს.