საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს - არასამთავრობო ორგანიზაციები 

23 მარტი 2022, 13:34 544 ნახვა

22  არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მიმართავს. საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს. ამასთან განცხადებაში აღნიშნულია, რომ მმართველმა ძალამ ღიად და ერთმნიშვნელოვნად უნდა დააფიქსიროს ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.   

ამასთან მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ იგი ერთგულია დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის.

მთავრობას მოუწოდებენ,რომ  საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯები იდგმება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის ადვოკატირების კუთხით.  

ამ მოწოდებებს გამოეხმაურა ქართული ოცნება, სადაც განაცხადეს, რომ  ხელისუფლება თავის პოლიტიკას ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით აკეთებს და დგამს ნაბიჯებს, რომლებიც სჭირდება ქვეყანას და შესაბამისობაშია საერთაშორისო ვალდებულებებთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი