ქობულეთში ადგილობრივებისა და კონსერვატიული მოძრაობის აქტივისტებს შორის კონფლიქტის მონაწილე მხარეები გვიან ღამით გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიკითხა 5-პირი. დაპირისპირების შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 10 მოქალაქე.
ადგილობრივებსა და კონსერვატიული მოძრაობის აქტივისტებს შორის დაპირისპირებამდე ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამართეს, შემდეგ კი „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან მსვლელობით გადაინაცვლეს. ისინი უკრაინის მხარდასაჭერ აქციას მართავდნენ და ამავდროულად, პარტიის ოფისის გახსნას აპროტესტებდნენ, რა დროსაც ოფისში მყოფი პირებმა მათ სიტყვიერად შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ჩვენ დავუკავშირდით ალტ-ინფოს, კონსერვატიული მოძრაობის, ქობულეთის წარმომადგენლობას, ილია ბენიძე კომენტარზე უარს აცხადებს.