რუბეჟნოეში რუსული ჭურვი მრავალსართულიან შენობას მოხვდა - დაიღუპა სამი ადამიანი, მათგან ორი ბავშვი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსი სამხედროების დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა საწარმოს და საგანმანათლებლო დაწესებულების შენობაში.
მისივე განმარტებით, მაშველები ამ დრომდე მუშაობენ ლისიჩანსკში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად.