არ დავიღლებით, დავისვენებთ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ, ეს კი, ნამდვილად მოხდება - ზელენსკი

23 მარტი 2022, 10:04 700 ნახვა

არ დავიღლებით, დავისვენებთ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ. ეს კი, ნამდვილად მოხდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტმა უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა.

„განსაკუთრებული ასპექტი უსაფრთხოების გარანტიებია. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არამარტო უკრაინისთვის, არამედ ყველა მეზობელი ქვეყნისთვის.

სანქციების ახალი პაკეტები, ახალი დახმარება, ვიმუშავებთ, ვიბრძოლებთ როგორც კი შევძლებთ. ბოლომდე, მამაცურად და ღიად. ყველა ამ პლატფორმაზე, სრული ენერგიით. შედეგების მისაღწევად მთელი ძალით ვიბრძოლებთ და არ დავიღლებით. დავისვენებთ, როცა გავიმარჯვებთ და ეს აუცილებლად მოხდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი