საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს ესაუბრა, - ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ვესაუბრე ჟოზეფ ბორელს, ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციისა და უსაფრთხოების შესახებ, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ.
მადლობელი ვარ ვიცე-პრეზიდენტ ბორელის მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ," - წერს სალომე ზურაბიშვილი.