დაუბლოკეთ ანგარიშები რუს ოლიგარქებს, ჩაკეტეთ პორტები - ზელენსკის მიმართვა იტალიის პარლამენტს

22 მარტი 2022, 15:53 952 ნახვა

''დაუბლოკეთ ყველა ანგარიშები, საკუთრება რუს ოლიგარქებს. დაიწყეთ ნავთობზე სანქციებით. არ მისცეთ რუსულ გემებს თქვენს პორტებში შემოსვლის საშუალება. არ დაუშვათ კრიზისი თქვენს მეზობელ რეგიონებში'' - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა იტალიის პარლამენტს. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტარებს შეახსენა, რომ უკრაინაში 24 თებერვლიდან 117 ბავშვი დაიღუპა:

"ისინი, თითქმის ყველა იყენებს იტალიას დასასვენებლად. ნუ იქნებით მკვლელების კურორტი. არ დაუშვათ სასურსათო კრიზისი, დაგვეხმარეთ. ეს ომი სწრაფად უნდა დასრულდეს და ფეხზე წამოვაყენოთ უკრაინა. რუსული ჯარებისთვის უკრაინა არის ევროპის კარიბჭე, სადაც მათ უნდათ შეღწევა, მაგრამ ბარბაროსობა არ უნდა დავუშვათ", - განაცხადა ზელენსკიმ.

მიმართვის დაწყებამდე იტალიელი კანონმდებლები უკრაინის პირველ ტაშით შეხვდნენ.

თავის მხრივ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ გამოიჩინა გმირული წინააღმდეგობა და იტალია მხარს დაუჭერს ოფიციალურ კიევს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში