უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილი ადგილობრივი დროით, დილის 9 საათზე გამოცხადდა.
უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტს დაევალა ეროვნული წუთიერი დუმილის ჩატარების უზრუნველყოფა ყოველდღიურად, მათ შორის სასწავლო დაწესებულებებშიც.
წუთიერი დუმილით გმირებს პატივს მიაგებენ უცხოეთში განთავსებულ ქვეყნის დიპლომატიურ დაწესებულებებშიც.