გამჭვირვალობა საქართველო: აჭარგანათებაზე მორგებული ტენდერები

22 მარტი 2022, 14:25 629 ნახვა

მმართველ პარტიასთან დაკავშირებული „აჭარგანათებისა” და “განათების” მონოპოლიური მდგომარეობა აჭარის მუნიციპალიტეტების შესყიდვებში - ამ სახელწოდების კვლევას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაცია კვლევაში აქცენტს კომპანიისთვის სატენდერო პირობების მორგებასა და სხვა კომპანიების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებაზე აკეთებს.

კვლევის მიხედვით, სატენდერო კომისიამ მიმწოდებელი კომპანია აუქციონის გარეშე გამოავლინა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად კი 29 მილიონ 859 ათას 061 ლარი განსაზღვრა.

აჭარგანათებამ ” ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო და ხელშეკრულება 28 მილიონ 963 ათას 288 ლარის ოდენობით გააფორმა.

გამარჯვებულმა კომპანიამ ბათუმში განათების წერტების მოვლა, განახლება და ექსპლუატაცია 2022-2026 წლებში უნდა განახორციელოს.

მალხაზ ჭკადუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს მიმართავს, დაიწყოს მოკვლევა ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის იმ შესყიდვების შესასწავლად.  

ბათუმის მერიაში, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში აცხადებენ, რომ ტენდერი, რომელიც გამოაცხადეს მორგებული არ არის არც ერთი კომპანიის პირობებზე, მათი თქმით, თუკი არსებობს კითხვის ნიშნები, ეს შესაბამისმა სამსახურებმა უნდა მოიკვლიონ.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი