ხარკოვის რაიონში რუსებმა ტანკიდან ესროლეს ავტომობილს, რომელშიც ოჯახი იმყოფებოდა. დაღუპულია სამი ადამიანი, მათ შორის ცხრა წლის ბავშვი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„ხარკოვის რაიონში რუსულმა ტანკმა ესროლა ავტომობილს, რომელშიც იმყოფებოდა ოჯახი ორ ბავშვთან ერთად. ოჯახი ამბობდა, რომ სამოქალაქო პირები იყვნენ და თეთრ დროშას აფრიალებდნენ, მაგრამ ამაოდ. მშობლები და ცხრა წლის გოგონა დაიღუპნენ, 17 წლის ბიჭი დაშავდა“, – ნათქვამია გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებაში.