მიმდინარე კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი - ეს არის სპეციალური პრეპარატი "პაქსლოვიდი“, რომელიც „ფაიზერის“ მიერ არის შექმნილი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მედიკამენტი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას და ერთ-ერთი საქართველო იქნება.
„ამ კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი. ეს არის „ფაიზერის“ მიერ შექმნილი სპეციალური პრეპარატი „პაქსლოვიდი“. სულ აქვს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას და ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთი ჩვენი ქვეყანა იქნება. ყველას, ვინც პოტენციურად შეიძლება, დამძიმდეს ინფიცირების შემთხვევაში და ქრონიკული დაავადებები ახლავს, უფასოდ დავურიგებთ ამ მედიკამენტებს. მედიკამენტების მიღება აუცილებელია ინფიცირებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში“, – განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრის განმარტებით, მედიკამენტის მიღება აუცილებელია ინფიცირებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში.