უკრაინელმა სამხედროებმა მაკაროვი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს - უკრაინის გენშტაბი

22 მარტი 2022, 10:22 775 ნახვა

გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ოლქის ქალაქური ტიპის დასახლება მაკაროვი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.

„ჩვენი დამცველების გმირული მოქმედებების წყალობით, ქალაქ მაკაროვიდან მტერი უკუაგდეს და ქალაქის თავზე უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართეს,“- აცხადებენ გენშტაბში.

კიევის მერის ინფორმაციით, გუშინდელი დღიდან 35 საათიანი კომენდატის საათი გამოცხადდა, იგი ხვალ დილის 7 საათამდე გაგრძელდება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკრაინაში განადგურებულია 651 და დაზიანებულია 3 780-მდე საცხოვრებელი შენობა.

რუსული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ზაპოროჟიეს ოლქში რამდენიმე ჟურნალისტი დააკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი