ზელენსკი ქნესეთს სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიყიდვას სთხოვს. ''თქვენ დანამდვილებით შეგიძლიათ ჩვენს ხალხს დაეხმაროთ, იხსნათ უკრაინეტლა სიცოცხლე, უკრაინელი ებრაელების სიცოცხლე“ - უთხრა უკრაინელ-ებრაელ კანონდებელბს ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც თავადაც ებრაელია. მისივე თქმით, უკრაინასა და ისრაელს თავისი მტრების მხრიდან მსგავსი საფრთხე ემუქრებათ. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, 24 თებერვალი – თარიღი, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ასევე არის გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის დაფუძნების თარიღი, რომელიც 1920 წელს შეიქმნა. ,,თქვენ შეგიძლიათ იყოთ შუამავალი ქვეყნებს შორის, მაგრამ არ შეიძლება იყოთ შუამავალი სიკეთესა და ბოროტებას შორის - ამ სიტყვებით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქნესეთში ვირტუალური გამოსვლისას, ებრაელ კანონმდებლებს.
უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ კრემლის ოფიციალური პირები იყენებენ იმავე ტერმინს, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს, ებრაელთა გენოციდისას, ნაცისტური გეგმისთვის ჰიტლერი იყენებდა.