დღეს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. წელს საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისკენაა მიმართული.
2022 წლის მთავარი გზავნილია #ინკლუზიანიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების მინისტრმა მოსწავლეებს უმასპინძლა მათ საჩუქრები გადასცა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდამჭერ კამპანიასაც შეუერთდა.
როგორც უწყებაში აცახდებენ დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი განათლების სისტემის ფორმირება სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტია.