აჭარაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო მონაცემებით რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 61 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაშია 30.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 368 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 193 შემთხვევა, აჭარა - 16, იმერეთი - 48, ქვემო ქართლი - 12, შიდა ქართლი - 4, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 41, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.