უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიის ხელისუფლებას მოუწოდა, გაყინონ რუსეთის იმ მოქალაქეების აქტივები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომზე არიან პასუხისმგებელნი. ამის შესახებ ზელენსკიმ შვეიცარიის პარლამენტში ვიდეოკავშირით ჩართვისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა გამოსვლისას ასევე მოუწოდა შვეიცარიის ხელისუფლებას ასეთი ადამიანებისთვის შვეიცარიაში ცხოვრებით „ტკბობის პრივილეგიის“ ჩამორთმევისკენ.