ქობულეთის "შუქურას" მოგებათა სერია გრძელდება

19 მარტი 2022, 18:21 1054 ნახვა

ქობულეთის "შუქურა" ეროვნულ ლიგა ორში მოგება სერიას აგრძელებს.

რევაზ გოცირიძის გაწვრთნილმა "შუქურამ" მეოთხე ტურის შეხვედრაში გასვლაზე რუსთავში ადგილობრივ კლუბს ესტუმრა და 1:3 გაიმარჯვა.

ანგარიში მე-18 წუთზე შარიქაძემ გახსნა და "რუსთავმა" ტაიმი მოიგო.
მეორე ნახევარში ქობულეთლებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს და მეტოქის კარში 3 გოლი გაიტანეს.
51-ე წუთზე ინგოროყვამ ანაგრიში გაათანაბრა.

8 წუთში კი პენალტიდან დუბლი შეასრულა და გუნდის წინ გაიყვანა მოახერხა.

შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 71-ე წუათზე ოლეგ მამასახლისმა დააფიქსირა.

4 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ქობულეთის "შუქურა" 12 ქულა აქვს და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია.

შემდეგ მატჩს გოცირიძის გუნდი 1 აპრილს საკუთარ კედლებში "სპაერის'' წინააღმდეგ გამართავს. 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში